ჯერ პროცესს ვსწავლობთ
ვადგენთ, როგორ ასრულებთ საქმეს დღეს, სად გეკარგებათ დრო და რომელი ეტაპის ავტომატიზაციას აქვს პრაქტიკული აზრი. პროცესს მხოლოდ იმიტომ არ ვართულებთ, რომ მასში AI გამოვიყენოთ.
თითოეულ აგენტს კონკრეტული პასუხისმგებლობა აქვს
ერთ აგენტს შეიძლება ევალებოდეს ფასების კონტროლი, მეორეს — შეკვეთების მონიტორინგი, მესამეს — ანგარიშის მომზადება. საჭიროების შემთხვევაში ისინი შეთანხმებულად მუშაობენ, მაგრამ თითოეულის მოქმედების ფარგლები გასაგებია.
ვმუშაობთ თქვენი მონაცემებით
აგენტის პასუხებისა და მოქმედებების საფუძველი უნდა იყოს დამტკიცებული ინფორმაცია: პროდუქტის კატალოგი, მომსახურების პირობები, შეკვეთების მონაცემები და სხვა შეთანხმებული წყაროები.
თუ მონაცემი აკლია ან წყარო მიუწვდომელია, სისტემა ამას აღნიშნავს და საკითხს გადასამოწმებლად გამოყოფს.
მნიშვნელოვან მოქმედებებს თანხმობა სჭირდება
შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ ფასის შეცვლა, წერილის გაგზავნა, საჯარო პოსტის გამოქვეყნება ან შეკვეთის ცვლილება მხოლოდ თქვენი დადასტურების შემდეგ შესრულდეს.
გადახდებს, რეკლამის ხარჯვასა და წვდომების ცვლილებებს ცალკე შეთანხმებული წესები ექნება.
შესრულებულ შედეგს ვამოწმებთ
დავალება დასრულებულად მხოლოდ დაწყების გამო არ ჩაითვლება. სადაც ტექნიკურად შესაძლებელია, სისტემა ხელახლა ამოწმებს შენახულ ცვლილებას ან მიღებულ შედეგს.
თუ მოქმედება ვერ შესრულდა, ანგარიშში გამოჩნდება რეალური დაბრკოლება და დარჩენილი ნაბიჯი.
სამუშაოს ისტორია ინახება
ვაფიქსირებთ შესრულებულ მოქმედებებს, ღია საკითხებსა და დამტკიცების მოლოდინში მყოფ დავალებებს. ეს პროცესის გაგრძელებას ამარტივებს და უკვე შესრულებული მოქმედების გამეორების რისკს ამცირებს.